ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 338 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

region
ავტ.: region ოქტომბერი 8, 2020 22:59

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 338 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ის 338,00-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რიცხვი 5 515-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსი 36 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 1,05-ზე მეტი გარდაიცვალა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 8, 2020 22:59