ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 449-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 504 პირს დაუდასტურდა, 3 304 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 15 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 065 პაციენტი, გარდაიცვალა 30.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო – 17 იანვარს სასწავლო პროცესის დასაწყებად ყველა სკოლა სრულ მზადყოფნაშია
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა