ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 114– ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 945 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 16 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 672 პაციენტი, 13 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონზე: ომბუდსმენის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ მისი ვალდებულებაა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – სტატისტიკა დღეს