საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 499-ს შეადგენს.
დღეს საქართველოში კორონავირუსი 373 ადამიანს დაუდასტურდა, 542 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.