ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 063 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 063 ადამიანი აიცრა.

მათივე ცნობით, 5 ნოემბრის მონაცემებით სულ ქვეყანაში 1 995 150 აცრაა ჩატარებული. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 044 096 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 36.7 %. სრულად ვაქცინირებულია 948 507 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.2%.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფომ დაუშვა საბედისწერო შეცდომა და ხელი შეუწყო ეკლესიის დარბევას – რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია ჭყონდიდზე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა