ბოლო 24 საათში “აზოვსტალზე” 34 საჰაერო შეტევა განხორციელდა – “აზოვი”

გასული 24 საათის განმავლობაში “აზოვსტალის” ქარხანაზე, 34 საჰაერო შეტევა განხორციელდა, მათ შორის 8 ბომბდამშენიდან – ინფორმაციას “აზოვის” პოლკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახლაც გრძელდება საზღვაო და საარტილერიო შეტევები, ისვრიან ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემიდან და ტანკებიდან.

ბატალიონის წევრები ამბობენ, მტერი არ წყვეტს “უკრაინის ციხის” აღების მცდელობებს, ხოლო ქვეითი ჯარი აგრძელებს ყოველდღიურ თავდასხმებს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – შევსებულ კითხვარში დეტალურად არის აღწერილი არსებული მდგომარეობა – ყველა პასუხი არის ფაქტების კონსტატაცია
შემდეგი სტატია“ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ” – კულება EU-ს