15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ბოლო 20 წელიწადში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში

პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. 

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.

ეს, ბოლო 20 წელიწადში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში.

banner
წინა სტატიაში“გავაფრთხილებ ახალ პატრიარქს, პოპულოზმისთვის მძიმე თემას შეეჭიდა”- იდა ბახტურიძე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას