9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

ბოლო 10 დღეში ერთი ლიტრი საწვავის ფასი 7-დან 32 თეთრამდე გაიზარდა

ბოლო 10 დღეში ერთი ლიტრის ფასი 7-დან 32 თეთრამდე გაიზარდა. ამის მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდაა.

ამ დროისთვის Brent-ის ტიპის ნავთობი ბარელზე 113 დოლარი ღირს, ამერიკული ნედლი ნავთობის (WTI) ფასი კი 100.6 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები გაურკვეველი დროით შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, როგორც წესი, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა. აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ კი, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია, რაც გავლენას ახდენს „შავი ოქროს“ გლობალურ ფასებზე.

საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია მყისიერად აისახა საქართველოს ბაზარზეც. მაგალითად, ბოლო 10 დღეში ბრენდულ ბენზინგასამართებზე საწვავის ფასმა ლიტრზე 7-დან 32 თეთრამდე მოიმატა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი აღარ ექნება
შემდეგი სტატიამსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის ფასები ეცემა