18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ბოლნისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბოლნისში, დედის მიერ 7 წლის შვილის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 42 წლის ქალმა 7 წლის ვაჟი დანით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

მან დანით ჭრილობები მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. მკვლელობა ბოლნისის სოფელი ხახალაჯვარში მოხდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული 7 წლის ბიჭი ფარუხ ახმედოვია, ხოლო დანაშაულში ბრალდებული ქალი სვეტლანა ახმადოვა. ქალი აზერბაიჯანის მოქალაქეა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს, თუმცა ინფორმაცია მალევე ცნობილი გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, ქალი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც
შემდეგი სტატიაგულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა