ბოლნისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ბოლნისში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდათ ამ დრომდე ბოლნისში დადასტურებული შემთხვევების მჭიდრო კონტაქტებს. დღეს დადასტურებული შემთხვევების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 80 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ოთხი გამოჯანმრთელდა, ორი კი, გარდაიცვალა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო სოფლებში – ხატისოფელი და მუშევანი ზომები გამკაცრდა და საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 132 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსოს ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში
შემდეგი სტატიათერჯოლის ცხელების ცენტრში ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია