5.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 6, 2026
banner

ბოლნისში გოგოს მოტაცების გამო, ორ ძმას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ძმებმა, ერთ-ერთი ბრალდებულისთვის ცოლად შერთვის მიზნით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს დაზარალებულ გოგონას.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ლაშა ცანავას “დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით და უფლების მცდელობის ფაქტზე” ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატია4 აგვისტომდე საქართველოში ზოგან ჰაერი 38-40 გრადუსამდე გათბება – გარემოს სააგენტო