ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა,-ინფორმაციას ადგილობრივი მედია Aktual ge ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. მათივე ცნობით, 42 წლის ქალმა 7 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. გამოცემა წერს, რომ ფაქტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს. გავრცელებული და დაუდასტურებელი ინფორმაციით, დედამ შვილის მოკვლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და 9 ჭრილობა მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს
















