ბოლნისში აცრილმა ადამიანმა წამახალისებელ ლატარიაში 10 000 ლარი მოიგო

ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარია “აიცერი და მოიგეში” ყოველკვირეული გათამაშება დღეს პირველად გაიმართა. 10 000 ლარი ბოლნისში აცრილმა პირმა მოიგო.

მოგებულის ვინაობა ჯერ უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ პირი “სინოფარმითაა” აცრილი. კომპანიის ინფორმაციით, მას მოგებული თანხა უახლოეს დღეებში გადაეცემა.

“საქართველოს ეროვნული ლატარიის” ინფორმაციით, თბილისი, გორი, ბათუმი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, მარტვილი -ეს ის ქალაქებია, სადაც ვაქცინირებულმა ადამიანება 5000, 1 500 და 1 000 ლარი მოიგეს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადირებისას მისი უფლებები დაირღვა
შემდეგი სტატიახაზარაძე: ხელმოწერები გროვდება, უკვე 24 ხელმოწერაა ოპოზიციური პარტიებიდან