ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის კონტროლი გრძელდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 26, 2020 14:48

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის კონტროლი გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში
საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს აგრძელებს.

საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებისთანავე ძირითად გზებზე საკონტროლო
გამშვები საგუშაგოებია განთავსებული, ხოლო მეორეხარისხოვანი გზები მობილური
ჯგუფების მიერ კონტროლდება. პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი
უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში
ინტენსიურად პატრულირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას
რეგულარულად, დეტალურად უხსნიან საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს.

გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის
პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის დრონები გამოიყენება.

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება
დამაკმაყოფილებელია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.

საკარანტინო შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24
საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით,
თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 26, 2020 14:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics