ბოლნისის ორ სოფელში, სადაც 15 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა, მოსახლეობის გამოკვლევა კიდევ გაგრძელდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2020 22:01

ბოლნისის ორ სოფელში, სადაც 15 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა, მოსახლეობის გამოკვლევა კიდევ გაგრძელდება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელშია გამოვლენილი და აღნიშნულ სოფლებში კიდევ მიმდინარეობს მუშაობა.

„იქ კიდევ მიდის დამატებითი კვლევები და მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე. ბოლნისში არ არის ეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებშია. საუბარია ორ სოფელზე, რომლებიც გამოცხადდება. ინფორმაცია სწორია, ამ ეტაპზე 15 ადამიანს აქვს დადასტურებული „კოვიდ-19“. კიდევ მიდის დამატებითი კვლევები. პისიარკვლევები ჩატარდა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბოლნისის ორი სოფელი მხოლოდ ნაწილობრივ არის გამოკვლეული და ტესტირება გაგრძელდება.

„მოგეხსენებათ, ჩვენ წინა კვირაში მარნეულში ჩავატარეთ გაფართოებული ტესტირება, 1600-1700-მდე ადამიანი გამოვიკვლიეთ და მხოლოდ ერთში დადგინდა. ასევე, შემდგომი ნაბიჯი გვქონდა, რომ უნდა გამოგვეკვლია ერთი სოფელი, რომელიც იყო ძალიან დაზიანებული ბოლნისში, სადაც გვქონდა ყველაზე მეტი შემთხვევა ადრე. ამიტომ იმ სოფლის მოსახლეობა და კიდევ მასთან მიმდებარე სოფელი იქნა გუშინ გამოკვლეული, მაგრამ სრულად არა, ნაწილობრივ და იქ ხვალ კიდევ გაგრძელდება კვლევები. იგეგმება მთლიანად სოფლის მოსახლეობის კვლევა. გუშინ ჩატარდა კვლევები დაახლოებით 140 ადამიანზე ამ ორ სოფელში და კიდევ გრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2020 22:01

Google სტატისტიკა


3,819
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics