ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს და ექიმებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინფიცირებულებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს და ექიმებს დაუპირისპირდნენ. აგრესიული ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდგინდა ერთ ოჯახს, რომლის არც ერთ წევრს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია.

როდესაც ინფიცირებულების კლინიკაში გადასაყვანად ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია მივიდნენ, მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ავად არ არიან და არსად წასვლას არ აპირებენ, რის გამოც ადგილზე შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი ორგანო.

banner
წინა სტატიაშიმურმან დუმბაძე: „პოლიტპატიმრების გათავისუფლებას პირადად ივანიშვილი ეწინააღმდეგება“
შემდეგი სტატიაკლინიკენში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე COVID19-ით ინფიცირებული ექვსი პაციენტია