ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების
საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის
სოფლებში ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში
მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების
წარმომადგენლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში
გააკონტროლებენ.
საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას
ითვალისწინებს. სოფელ ხატისოფელის, ვანათისა და მუშევანის შესასვლელებსა და
გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.
პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და
საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნებს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში 250 მედიკოსი გამოიკვლიეს. კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიამარტვილში პურის ფქვილი გაძვირდა