ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი გამოკითხვაზე იმყოფება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი გამოკითხვაზე იმყოფება. ამ დროისთვის სოფლის რწმუნებულის, რობიზონ სელიმაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. პოლიციასთან იმყოფება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტომანქანაც. გამოკითხვაზე ცენტრის თანამშრომლებიც იმყოფებიან.

სოფელ მუშევანში დღეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა, რომელსაც რამდენიმე პირი, რომელთაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში უნდა გადაეყვანა. ნათესავებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ოფიციალური მონაცემებით, სოფელ მუშევანში დღეს კორონავირუსის ათი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

banner
წინა სტატიაშიკლინიკენში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე COVID19-ით ინფიცირებული ექვსი პაციენტია
შემდეგი სტატიარუსეთის მშენებლობის მინისტრ ვლადიმერ იაკუშევს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ