ბოლნისის მერის სიძის კომპანიამ 4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო

ბოლნისის მერის, დავით შერაზადიშვილის სიძის, დავით ხმელიძის კომპანიამ 4 მილიონი ლარის მოცულობის ტენდერები მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველობის მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, შერაზადიშვილის სიძის კომპანია, შპს “დევე პლიუსი” წლებია, რაც ბოლნისის გარე განათებაზე გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობს, რომელთა უმრავლესობაშიც მარტივად იმარჯვებს.

იმ ტენდერების 60%-ზე მეტი, რომელშიც დავით ხმელიძის კუთვნილმა კომპანიამ გაიმარჯვა, უკონკურენტოდ ჩატარდა. მათ შორის სრულიად უკონკურენტო გარემოში ბოლნისის მერის სიძის კომპანიამ 396,000-ლარიანი ხელშეკრულება მოიპოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე დავით შერაზადიშვილი დაინიშნა, მისი სიძის კომპანიამ სულ 32 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 26-ში გაიმარჯვა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიპარტია “ევროპული საქართველო” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: კვირას 11.30 საათზე ვიკრიბებით და მივდივართ დათა პაპას გასვენებაში