ბოლივუდი ინდოელი დიპლომატების როლის დამახინჯებაში დაადანაშაულეს

ბოვილუდის ფილმმა “საჰაერო გადაზიდვა” ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა, 1990 წელს ერაყის ქუვეითში შეჭრის დროს ინდოელი დიპლომატების როლის დამახინჯებისთვის.

ფილმის სიუჟეტით ინდოეთის დიპლომატებმა ქუვეთის ტერიტორია დატოვეს ერაყის ჯარის ქვეყანაში შეჭრისთანავე ისე, რომ ინდოელი მიგრანტები და მუშები უპატრონოდ დატოვეს.

როგორც ინდოეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ფილმის სცენარი არ ეყრდნობა ზუსტ ფაქტებს, რადგანაც ინდოეთის ხელისუფლებამ აღნიშნული კონფლიქტისას 170 ათასი ინდოელის ევაკუაცია მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიეკუთვნის თუ არა ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას აღმოჩენილი დნმ-ის კვალი ფირცხალავას 2კვირაში გახდება ცნობილი
შემდეგი სტატია,, სამწუხარო იქნებოდა, ამ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა”