21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ბოლივიის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

The Guardian-ის ინფორმაციით, ბოლივიის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ბოლივიის პრეზიდენტმა, როდრიგო პასმა 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტისამთავრობო დემონსტრაციებისას გადაკეტილი გზების გასახსნელად ქალაქებში ჯარისკაცები გაგზავნა.

ექვს კვირაზე მეტია, რაც ბოლივიაში პროფკავშირები, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფები და ფერმერები მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაციებს აწყობენ. დემონსტრანტებმა, რომლებიც როდრიგო პასის გადადგომასა და საწვავის სუბსიდიების აღდგენას ითხოვენ, ქვეყნის მასშტაბით გზები გადაკეტეს.

არეულობისა და სატრანსპორტო შეფერხებების გამო დიდ ქალაქებში საწვავის, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტია.

ბოლივიის სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობის გარდაცვალება ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებით გამოწვეულ სამედიცინო დახმარების მიღების პრობლემას უკავშირდება.

ხელისუფლების განცხადებით, საპროტესტო აქციების განმავლობაში პოლიციამ სულ მცირე 365 ადამიანი დააკავა, ხოლო 37 ადამიანი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიდიდუბეში სატვირთო მანქანას რკინის კონსტრუქცია დაეცა – მძღოლის გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადიდუბეში, სატვირთო მანქანიდან, რომელსაც რკინის კონსტრუქცია დაეცა, მაშველებმა ერთი პირი გამოიყვანეს