5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

ბოკუჩავას განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინიტრი, დაკავებული ირაკლი ღარიბაშვილი თავის გადარჩენის მიზნით, ამერიკელებთან ვაჭრობდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა გაიგო

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინიტრი, დაკავებული ირაკლი ღარიბაშვილი თავის გადარჩენის მიზნით, ამერიკელებთან ვაჭრობდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა გაიგო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილის მსგავსად, ირაკლი რუხაძემ საკუთარი თავი სანქციებისგან გადაირჩინა, როდესაც ტელეკომპანია “იმედის” წილები გაასხვისა.

ფარცხალაძე ივანიშვილმა გაწირა და ასე წირავს ივანიშვილი ყველა პაიკს და ასე გაწირავს ყველას, ვინც დღეს მის პროპაგანდისტულ მანქანებს ემსახურება. ამიტომ არის, რომ ირაკლი რუხაძემ თავი გადაირჩინა. მას ამის იმედი აქვს [რომ თავი გადაირჩინა], მინდა გითხრათ, რომ ერთგვარად, ამ თვალსაზრისით პრაქტიკა, ეს კონკრეტული სანქციები და მათი აპლიკაციაც, მათი გავრცელებაც ბუნდოვანების გარკვეულ შესაძლებლობას ტოვებს იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა დამატებითი ინფორმაცია იყო საჭირო რამდენად იყო ფიქტიური გარიგება, რამდენად მოხდა ამ ფიქტიური გარიგების დადება სპეციალურად იმიტომ, რომ სანქციები თავიდან აერიდებინა, მაგრამ ფაქტია, მან [ირაკლი რუხაძემ] აღნიშნული სანქციების შესახებ იცოდა და თავის გადარჩენის მიზნით მან დათმო ეს წილები, მაგრამ რის სანაცვლოდ? – დარწმუნებული ვარ, საკვანძო ინფორმაციის სანაცვლოდ ივანიშვილზე, რომელიც მან გაცვალა საკუთარი თავის გადასარჩენად.

ივანიშვილის სხვა მსახურებმაც ხომ გააკეთეს ეს. მე ზუსტად ვიცი, რომ ივანიშვილს აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ღარიბაშვილი ამერიკელებთან ვაჭრობდა, თავის გადარჩენის მიზნით, ჰქონდა ეს მცდელობები, რაც ივანიშვილმა გაიგო. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც, მაპატიეთ ამ შედარებისთვის და გამონათქვამისთვის, როდესაც ვირთხები გემს, რომელიც იძირება, ტოვებენ,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით
შემდეგი სტატიათურნავა ბრიტანეთის სანქციებზე