ბოკუჩავა:ჩვენ დღეს ვაპირებდით სასამართლოზე შესვლას როგორც მხარე, მაგრამ პოლიციამ სრულიად უკანონოდ არ შეგვიშვა იმისთვის, რომ სიმართლე არ გაისმოდეს სასამართლოს დარბაზში, მაგრამ სიმართლეს მაინც მოისმენენ ისინი სასამართლოს ეზოში

„ჩვენ დღეს ვაპირებდით სასამართლოზე შესვლას როგორც მხარე, მაგრამ პოლიციამ სრულიად უკანონოდ არ შეგვიშვა იმისთვის, რომ სიმართლე არ გაისმოდეს სასამართლოს დარბაზში, მაგრამ სიმართლეს მაინც მოისმენენ ისინი სასამართლოს ეზოში.“ – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე

„დღეს იცით, რომ სააპელაციო სასამართლოში განიხილება არჩევნებში ფარულობის დარღვევის საკითხი. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ, ძალიან გამბედავმა პროფესიონალმა მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუას სახით დაადგინა, რომ არჩევნები გაყალბდა,რადგან არ იყო დაცულობა ფარულობა არჩევნების, რომ ბიულეტენზე ნათლად ჩანდა გაკეთებული არჩევანი და შესაბამისად, ვერ გამოხატავდა ეს არჩევნები თავისუფალ ნებას, რაც არის კონსტიტუციური პრინციპი და რისი დარღვევაც ითვალისწინებს არჩევნების შედეგების გაუქმებას. ახლა უკვე სასამართლომ დაადგინა, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ სისტემური გაყალბების საფუძველზე დაადგინა, რომ უნდა გაუქმდეს არჩევნების შედეგები, თუ ეს ასე იყო და თუ ჩანდა ამომრჩევლის ნება თეთრიწყაროსა და წალკაში, ბუნებრივია, რომ ასე იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, უბრალოდ სამწუხაროდ იმდენად მორჩილი გახდა მთელი სასამართლო სისტემა ივანიშვილის მიმართ, რომ არცერთ სხვა მოსამართლეს არ ეყო გამბედაობა იმის, რომ გაემიჯნოს კლანს, არ შეასრულოს პოლიტიკური დაკვეთა და მიიღოს კანონისმიერი გადაწყვეტილება, როგორც ეს ვლადიმერ ხუჭუამ გააკეთა.

დღეს ვაპირებდით პროცესზე შესვლას, გუშინდელი პროცესი მოულოდნელად გადადეს, მათ შორის იმ მიზნით, რომ მომხდარიყო გადანაწილება საქმეების და თითოეულ ადამიანზე ჩაბარება არა, მაგალითად კოლეგიის მიერ განხილვა, სადაც შესაძლებელია სამიდან ერთ მოსამართლეს მაინც განსხვავებული დამოუკიდებელი აზრი ჰქონოდა, არამედ ყველაზე მორჩილი კლანის წევრები გამოარჩია ივანიშვილმა. ჩვენ დღეს ვაპირებდით სასამართლოზე შესვლას როგორც მხარე, კანონით ჩვენ გვეკუთვნის, რომ წარმოდგენილი ვიყოთ სასამართლოზე, მაგრამ ვნახეთ, რომ პოლიციამ სრულიად უკანონოდ არ შეგვიშვა სასამართლო სხდომათა დარბაზში იმისთვის, რომ სიმართლე არ გაისმოდეს სასამართლოს დარბაზში, მაგრამ სიმართლეს მაინც მოისმენენ ისინი სასამართლოს ეზოში და უდიდესი ალბათობით, ასევე დღეს სამწუხაროდ ვნახავთ იმას, რომ გადაწყვეტილება იქნება გაუქმებული, რომელიც ადგენდა, რომ ეს არჩევნები გაყალბდა.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშისააპელაციომ ISFED-ის სარჩელები არ დააკმაყოფილა, გააუქმა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიახაზარაძე ტრამპს: ვულოცავ, პოლიტიკა იქნება ისეთი, როგორიც იყო – მხარდაჭერა საქართველოს მიმართ