ბოკუჩავა: ვწუხვარ თუ ვინმემ უსამართლობა იწვნია ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას

ნაციონალური მოძრაობის წევრი თინათინ ბოკუჩავა თბილისის საკრებულოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე ეხმიანება.

ბოკუჩავამ პოსტში სხვადასხვა პირების მიერ აქციასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს უპასუხა და მწუხარება გამოთქვა იმ ადამიანების გამო, ვინც მისი პოლიტიკური გუნდის მმართველობის პერიოდში “უსამართლობა იწვნია”.

“ზოგს დაუწერია, მაგალითად, ნარმანიას მოადგილეს, ნინა ხატისკაცს, ჩვენ ქმრებს რომ აკავებდნენ კარგი იყოო? ხოდა ნინა, ნინოებო ზოგადად, და სხვებო – მეუღლეებო, დედებო, დებო, ოჯახის წევრებო და მეგობრებო – თუ ვინმემ უსამართლობა იწვნია ჩემი პოლიტიკური გუნდის მმართველობის დროს, ვწუხვარ. ხოლო მათ კი, ვინც ბავშვებს ახრჩობდით პოლიტიკური ქულებისთვის, ბეიზბოლის “ბიტებით” დარბოდით, მოსკოვიდან ფულს იღებდით და სხვაგვარად ძირს უთხრიდით ქართული სახელმწიფოს იდეას, კვლავ გეტყვით, რომ თქვენ ქვეყნის სირცხვილი ხართ და უკლებლივ ყველა, აღმოჩნდებით პოლიტიკურ სანაგვეზე”, – წერს თინა ბოკუჩავა.

banner
წინა სტატიაშიმომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით, ეკონომიკური 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიავაკეში ლიკა ქავჟარაძის ცხედარი იპოვეს