ბოკუჩავა: ვერ დაამარცხებენ ილია ჭავჭავაძის, მარო მაყაშვილის, მერაბ კოსტავას, გიორგი ანწუხელიძის იდეას

“მე მჯერა, რომ ყველა თაობას აქვს მისია. ჩვენი მშობლების თაობამ მოგვიტანა დამოუკიდებლობა, ჩვენმა თაობამ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფო ინსტიტუტებს და ახალგაზრდობას თავისუფალ გარემოში განვითარების საშუალება მისცა. მე მჯერა, რომ თქვენი თაობის მთავარი მისია საქართველოს ევროკავშირში შეყვანა და საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულფასოვან, ამაყ, ღირსეულ წევრად დაბრუნებაა.” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარემ, თინა ბოკუჩავამ ახალგაზრდული ფორუმი 2024-ზე სიტყვით გამოსვლისას

“პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობა განაგრძობს მის გზას და ფართოდ გახსნის საჯარო სამსახურის კარს ახალგაზრდებისთვის, რაც რა თქმა უნდა არ მოხდება, ღირსეული, პროფესიონალი საჯარო მოხელეების ხარჯზე. საუბარია არა მხოლოდ სტაჟირებაზე, არამედ დასაქმებაზე – სტაბილურ, ღირსეულ სახელმწიფო სამსახურზე.

ამავე დროს, სახელმწიფო საგადასახადო შეღავათებით წაახალისებს ყველა იმ კომპანიას, რომელიც დაასაქმებს სტუდენტებს და 25 წლამდე ახალგაზრდებს. საშემოსავლოშეღავათები უნდა დაწესდეს ახალგაზრდებზე, რომ შემცირდეს საგადასახადო წნეხი.

ამ ყველაფერს ჭირდება ჩვენი ერთად დგომა!დღეს პოლიტიკური პარტიების, თაობების, სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესის წარმომადგენლების ერთობაა საჭირო. და ეს ყველაზე უკეთ თქვენ იცით.

მე აქციების დროს ვნახე ერთაინი საქართველო, მომავლის საქართველო. დიახ, სწორედ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა თაობამ, რომელმაც განსაკუთრებით იცის თავისუფლების გემო, თავისი სიტყვა მთელ მსოფლიოს გააგონა.

მე მჯერა, რომ ყველა თაობას აქვს მისია. ჩვენი მშობლების თაობამ მოგვიტანა დამოუკიდებლობა, ჩვენმა თაობამ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფო ინსტიტუტებს და ახალგაზრდობას თავისუფალ გარემოში განვითარების საშუალება მისცა. მე მჯერა, რომ თქვენი თაობის მთავარი მისია საქართველოს ევროკავშირში შეყვანა და საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულფასოვან, ამაყ, ღირსეულ წევრად დაბრუნებაა.

წარსულს არასდროს გაუმარჯვია მომავალთან, ღალატს არასდროს გაუმარჯვია ღირსებასთან.

ვერ დაამარცხებენ ილია ჭავჭავაძის, მარო მაყაშვილის, მერაბ კოსტავას, გიორგი ანწუხელიძის იდეას – საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ღირსეული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო! ჩვენ არასდროს დავუბრუნდებით რუსეთს!

ვიცი, რომ ეს ასეც იქნება – სწორედ თქვენ და თქვენი თანატოლები ხართ ის ძალა, რომლის გამო ამ ბრძოლის ბოლო კეთილია და მჯერა, ერთიანობით ყველაფერს შევძლებთ! მჯერა როგორც არასდროს, რომ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: ბიძინა ივანიშვილი და რუსული პროპაგანდა მუდმივად ცდილობენ მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობის განადგურებას, მის საპირისპირო ინტერპრეტაციას
შემდეგი სტატია“მძიმე ამბავია” – ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო წვრთნის გადადებას