ბოკუჩავა: თუ სხვა პარტიების და პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით პარტიები შევლენ არჩევნებში არსებული კონფიგურაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შევა არჩევნებში გასამარჯვებლად, შევა 5 ნომრით, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

„ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ამ გადამწყვეტ, რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში იყოს საერთო ოპოზიციური ფრონტი, ამიტომ მზად ვართ ყველა ძალისხმევა მივმართოთ იქით, რომ ეს ერთობა შედგეს. თუმცა, თუ სხვა პარტიების და პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით პარტიები შევლენ არჩევნებში არსებული კონფიგურაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შევა არჩევნებში გასამარჯვებლად, შევა 5 ნომრით, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, ოპოზიციური პარტიების ერთობასთან დაკავშირებით

თინა ბოკუჩავას განცხადებით – „რაც შეეხება კონფიგურაციებს, იცით რომ არსებობს ბრიუსელის ოპოზიციური ერთობის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერა მათ შორის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად.
ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ამ გადამწყვეტ, რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში იყოს საერთო ოპოზიციური ფრონტი, ამიტომ ეს რამდენიმე დღეც მზად ვართ გავაგრძელოთ და ყველა ძალისხმევა მივმართოთ იქით, რომ ეს ერთობა შედგეს. თუმცა, თუ სხვა პარტიების და პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით პარტიები შევლენ არჩევნებში არსებული კონფიგურაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შევა არჩევნებში გასამარჯვებლად, შევა 5 ნომრით, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ჩვენი პარტიული და რეგიონული ინფრასტრუქტურით, რომელიც ვაღიაროთ, რომ ყველაზე ძლიერია ოპოზიციურ ველზე.
მაგრამ მიუხედავად კონფიგურაციისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ სიახლეებს და ვაპირებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შევთავაზოთ ბევრი სიახლე, რადგან ვფიქრობთ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშიცესკომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: ირაკლი კობახიძე და იმ პოლიტის დამკვეთი, რომელსაც ის აჟღერებს ბიძინა ივანშვილის სახით, ღიად ანტიამერიკულ და ანრიდასავლურ პოლიტიკას აწარმოებენ, რაც გამოჩნდა მათ შორის ეუთოს საპარლამეტენტო ასამბლეაზე ბუქარესტში