ბოკუჩავა – სისტემატური ხასიათი აქვს, როცა „ოცნების“ კაცი დეპუტატები არ ერიდებიან თავდასხმას ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ

ამგვარ თავდასხმას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს, როდესაც „ქართული ოცნების“ კაცი დეპუტატები ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ ძალადობას, სიძულვილის ენას და თავდასხმას არ ერიდებიან – მაინტერესებს, რომელი თქვენგანი იტყვის, რომ ქალის ამგვარი შეურაცხყოფა ან ქართულია, ან ეროვნულია, ან კაცურია, ან ევროპულია ან რაიმე მორალში ან სტანდარტში ჯდება,- ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა მძიმე პრობლემაა და „იმის მაგივრად, რომ საქართველოს პარლამენტი თავის კანონშემოქმედებითი საქმიანობით ამ პრობლემას აგვარებდეს, თქვენი რიტორიკით, თქვენი საქციელით, თქვენი ქმედებით აღრმავებთ მას“.

„მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტში წინა პლენარული სხდომის დროს მოხდა, როდესაც საქართველოს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ უკიდურესად ამორალური, უხამსი სიძულვილის ენა გამოიყენა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის წინააღმდეგ. ამგვარ თავდასხმას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს, როდესაც „ოცნების“ კაცი დეპუტატები არ ერიდებიან ძალადობას, სიძულვილის ენას და თავდასხმას ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. ეს არის საქართველოს პარლამენტისთვის უდიდესი სირცხვილი და მათ შორის, ამგვარი ამორალურობა საქართველოს პარლამენტს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი, არ უნახავს. სავარაუდოდ, ეს თქვენი ბოლო ჟამისკენ [წასვლას] მიანიშნებს. ის, რომ პრაქტიკულად დუმხართ ამ ფაქტებზე, თქვენც, თითოეულ თქვენგანს, ამ პროცესის თანამონაწილეს გხდით. პოზიციონირებთ ხოლმე, როგორც ქართული, ეროვნული, „ქართველობის“ დამცველი პოლიტიკური ძალა და მე მაინტერესებს, რომელი თქვენგანი იტყვის, რომ ქალის ამგვარი შეურაცხყოფა ან ქართულია, ან ეროვნულია, ან კაცურია, ან ევროპულია ან ჯდება რაიმე მორალში ან სტანდარტში? სამარცხვინოა ეს და მეტიც, ეს არის დანაშაულის წახალისება ქვეყანაში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა ძალიან სერიოზული პრობლემაა. თქვენი ფიზიკური ძალადობა, ბატონო შალვა, ისევე, როგორც ბერაიას სიძულვილის ენა, ისევე, როგორც ლევან მგალობლიშვილის ძალადობა, ეს არის ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პირდაპირი წახალისება, ქვეყანაში, სადაც ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა. იმის მაგივრად, რომ საქართველოს პარლამენტი თავის კანონშემოქმედებითი საქმიანობით ამ პრობლემას აგვარებდეს, თქვენი რიტორიკით, თქვენი საქციელით, თქვენი ქმედებით აღრმავებთ მას. ამასთან, იმით, რომ თვალს ხუჭავთ და თანაზიარი ხდებით იმის, რაც ჩვენ ბერაიას მხრიდან“ მოვისმინეთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილს ყველაფერი აკადრეს, დღეს კი, ზურაბიშვილი ეგებება მათ… ეს ღირსების აყრაა
შემდეგი სტატიაკობახიძე – როცა „ლელო“ ითხოვს სანქციების დაწესებას, ეს ნიშნავს ეკონომიკის შემცირებას