“სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დავით კირთაძეზე კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის დაშინების და შურისძიების მცდელობა ადამიანის მიმართ, რომელმაც გამოიჩინა გამბედაობა, რომ ეთქვა სიმართლე საზოგადოების სახელით გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით.” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით კირთაძემ თითოეული მოქალაქის სათქმელი თქვა, ვისაც მოპარეს არჩევანი სწორედ გიორგი კალანდარიშვილის ხელით და მასზე სისხლის სამართლის აღძვრა მაშინ, როდესაც დაუსჯელები არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ ოპოზიციონერ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და მოქალაქეებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ კანონს, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის დაშინების და შურისძიების მცდელობა ადამიანის მიმართ, რომელმაც გამოიჩინა გამბედაობა, რომ ეთქვა სიმართლე საზოგადოების სახელით გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ
“ეს არის გულწრფელი პროტესტი, რომელიც გამოვხატე გიორგი კალანდარიშვილის მიმართ. ეს არის სოლიდარობა საქართველოს მოქალაქეების და სტუდენტების მიმართ, რომლებსაც არჩევანი წაართვეს. ნაკლებად საინტერესოა ცესკოს თავმჯდომარე შურისძიებით დაკავდება თუ არა. მე მზად ვარ ყველა იმ კითხვას გავცე პასუხი, რომელიც საზოგადოებასაც და სამართალდამცავებსაც გააჩნიათ.” – განაცხადა დავით კირთაძემ