ბოკუჩავა: სავარაუდოდ, სამადაშვილი და ბაქრაძე ახალ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერენ ხელს

“ნაციონალური მოძრაობის წევრის”, თინა ბოკუჩავას განცხადებით, სავარაუდოდ, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ხელს არ მოაწერენ მიშელის ახალ დოკუმენტს, თუმცა შესაძლოა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწეროს ხელი.

“ჩემთვის გზაში გახდა ცნობილი, რომ მომლაპარაკებელი მხარეები მედიატორების თანმხლებით ორბელიანის სასახლისკენ დაიძრნენ, იმისათვის, რომ ხელი მოაწერონ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დოკუმენტზე არ იქნება ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერა, ისევე, როგორც ევროპული საქართველოს ხელმოწერა, თუმცაღა, თუ არ ვცდები, იქნება გარკვეული ინდივიდუალური ხელმოწერებიც მათ შორის, ანუ სავარაუდოდ სალომე სამადაშვილი და დავით ბაქრაძე”.- ამბობს თინა ბოკუჩავა

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისააკაშვილი: ხელისუფლება წელს შეიცვლება, მაგრამ არ მინდა ქაოსით მოხდეს
შემდეგი სტატიადოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებაში შარლ მიშელი დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობს