ბოკუჩავა „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებებზე – მოვუწოდებ, თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს

ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე კაკაფონია არ ისმოდეს – მოვუწოდებ თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს, – ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ბრალდებებს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

მისივე თქმით, „უსაფუძვლო ტყუილების გავრცელება ძალიან ჰგავს „ქართული ოცნების“ ხელწერას და ნუ დაემსგავსებიან „ოცნებას“ მათი საერთო, ახლო წარსულის მიუხედავად“.

„მე მაინც დიპლომატიური ვიქნები ბინძურ პროპაგანდაზე კომენტირებისას, რადგან არ ვთვლი ოპოზიციაში ურთიერთდაპირისპირებას პროდუქტიულად ქვეყნის მომავლისთვის და ევროპული მისწრაფებებისთვის. ახლა ყველა ვინც საკუთარ თავს პროევროპელ ოპოზიციონერად თვლის, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე არ ისმოდეს კაკაფონია და ურთიერთთავდასხმა, არამედ ერთიანი ფრინტის შთაბეჭდილება ექმნებოდეთ ევროპელ პარტნიორებს და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს საქართველოში. ამიტომ ვიქნები დიპლომატიური და მოვუწოდებ თავი თავი დაანებონ ამგვარ ბინძურ სპეკულაციებს, რომელიც სრულიად უსაფუძვლოა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – არასამთავრობოები ითხოვენ, ევროკავშირმა სააკაშვილი წინაპირობად დაგვიყენოს, ზეწოლა განახორციელოს, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს, ესაა „პატრიოტი“ ენჯეოელიტა
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით ზუგდიდში DATA BOOTCAMP ჩატარდა