ბოკუჩავა: საქართველოში უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ეს პარლამენტი ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან ერთპარტიული პარლამენტი გაყალბებასაც რომ თავი დავანებოთ, ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად

„საქართველოში უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ეს პარლამენტი ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან ერთპარტიული პარლამენტი გაყალბებასაც რომ თავი დავანებოთ, ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად“ – ამას ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომლებმაც თავიანთი პოზიცია არაერთხელ გამოხატეს საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის ყველა ჯგუფის მიერ მომზადებულ რეზოლუციაშიც და დღევანდელ შეხვედრაზეც ევროპარლამენტარები ისმენდნენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ გაყალბდა არჩევნების საქართველოში.

ეს შეხვედრა ორგანიზებული იყო პეტრას აუსტრევიჩუსის განათლების ჯგუფის ლიდერის მიერ, თუმცა შეხვედრაზე მონაწილეობდა ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი. შეხვედრა იყო ინტერაქციული, კითხვა-პასუხის რეჟიმი და შეხვედრის განმავლობაში ევროპარლამენტარების დამსწრეთა რიცხვი უფრო და უფრო მატულობდა;

თინა ბოკუჩავას განცხადებით – „მადლობა ნიკას არჩევნების გაყალბების სიმბოლოს ჩამოტანისთვის. ჩვენ შეგვიძლია აქ წარმოგიდგინოთ არჩევნების გაყალბების სიმბოლო იმ ადამიანების სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც დღეების განმავლობაში აპროტესტებენ მოპარულ არჩევნებს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსული სპეცოპერაცია უწოდა, რადგან მეთოდები, რომლებიც გამოყენებულ იქნა ქართველი ხალხის ნების ჩასახშობად, ნამდვილად წარმოადგენს კრემლის მიერ გამოყენებულ ჰიბრიდულ მეთოდებს. მათგან ყველაზე ცხადად გამოყენებული იყო ხმის ფარულობის დარღვევა. სწორედ ამიტომ გახდა ეს ნიშანი გაყალბებული არჩევნების სიმბოლო. ბიულეტენებზე გაჟონილი მელნის მეშვეობით სრულიად აშკარა და შესაძლებელი ხდებოდა ხელისუფლებასთან დაკავშირებული და სრულად კონტროლირებული კომისიის წევრებისთვის ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანის კონტროლი. ამასთან ერთად, იქ იყო კამერები, რითაც კონტროლდებოდა მთელი პროცესი ლაივ რეჟიმში და ეს ინფორმაცია გადაეცემოდა ხელისუფლების მიერ ყველა უბანთან ორგანიზებულ სპეციალურ ცენტრებს, რაც გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ იქნა აღმოჩენილი. ეს ნამდვილად იყო რუსული სპეცოპერაცია თავისუფლებისმოყვარე, ევროპელი ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული კურსი. ამის ერთადერთი გზა კი არჩევნების შედეგების არაღიარებაა. ამ დროის განმავლობაში ვაგროვებდით მტკიცებულებებს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის წარსადგენად სხვადასხვა გზით. სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის, სამართლიანი არჩევნების (ISFED), რომელმაც პირველად 2003 წლის შემდეგ ვერ შეძლო პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება იმდენად დიდი და სისტემური იყო გაყალბება, ასევე წარადგინეს მტკიცებულებები.

ჩვენ მივესალმებით წინა კვირაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებას საბჭოს შემდეგ, რომელსაც პატივი მქონდა დავსწრებოდი და შევხვედროდი რამდენიმე მინისტრს. ჩვენ ასევე მივესალმეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებას, რომ საქართველოში გამოიგზავნება საგამოძიებო მექანიზმი არჩევნების გაყალბების მასშტაბის შესასწავლად. ჩვენ ვუერთდებით ქართველი ხალხის მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მოწოდებას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც ჩატარებულ იქნება არა მთავრობის მიერ კონტროლირებული ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის, არამედ პროფესიონალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ.

იცით, რომ პარლამენტის პირველი სხდომა უკვე ჩატარდა, სადაც ივანიშვილის პოლიტიკური ჯგუფი იყოს სრულიად მარტო. იქ არ იყვნენ არც დიპლომატები, არც პრეზიდენტი, არც ერთი ოპოზიციური პარტია.

ჩვენ ასევე გვესმის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული, რაზეც ევროპელმა პარტნიორებმა ღიად ისაუბრეს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტი და ევროპელი ერების ოჯახი მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს და არა ჩვეული ურთიერთობების შენარჩუნებას მთავრობასთან, რომელიც აღარ წარმოადგენს ქართველ ხალხს და აღარ აქვს მანდატი ქართველი ხალხისგან, რომ ისინი წარმოადგინოს ევროპაში.

მადლობას გიხდით თქვენი ძალისხმევისთვის, მათ შორის რეზოლუციაზე მუშაობისთვის, რომელსაც კენჭი ეყრება ევროპარლამენტში. ნიკასთან ერთად ასევე დიდ მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ, როგორც ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომლის დამფუძნებელიც არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი იქნებოდა ერთი პრეზიდენტისგან მეორე პრეზიდენტის შეწყალება, რადგან ორივე მათგანი დღეს ერთ ბრძოლაში იმყოფება და ეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშიცეესკო: საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: გვყავს პოლიტიკური პატიმრები… მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისინი