ბოკუჩავა – მოვუსმენთ თითოეულ მოქალაქეს – გავიშლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით

გავიშლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ოპოზიციური პარტია მოვალთ ყველასთან, მოვუსმენთ თითოეულ მოქალაქეს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩამ რუსთაველის გამზირზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამოქმედო გეგმის შესახებ განაცხადეს.

მან მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ „ახლა არ არის იმის გარჩევის დრო, ვის ვინ მოსწონს“.

„დღეიდან გადავდივართ სრულიად სხვა რეჟიმზე. გავიშლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ხმა მივიტანოთ თითოეულ ჩვენს ამომრჩეველთან, უფრო სწორად იმისთვის, რომ მოვუსმინოთ თითოეულ მოქალაქის. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უჭირს და ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილის რეჟიმის მოშორების გარეშე ვერ დავძლევთ არამხოლოდ იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც ახლა ქვეყანა იმყოფება, არამედ იმ ეკონომიკურ სიდუხჭირეს , რომელშიც ჩაგვაფლო ივანიშვილმა, ზოგადად იმ პოსტაბჭოურ ჭაობს, რომელშიც მივექანებით ყოველდღიურად. ამიტომ – მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა. ახლა არ არის იმის გარჩევის დრო, ვის ვინ მოსწონს. ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო, განსაკუთრებით ახალგაზრდებო, ზოგს შეიძლება ,მოგწონთ„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ზოგს – არა, ზოგს მოწგონთ ერთი პარტია, ზოგს არა, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, საქართველო და ახლა საქართველო მართლაც არის გადასარჩენი. საქართველოს გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ. ამისთვის გავალთ რეგიონებში. ყველა ოპოზიციური პარტია მოვალთ ყველასთან და შემდეგ გავაკეთებთ დიდ აქციას 15 მაისს თბილისში, რუსთაველზე, იქ, სადაც ყოველთვის ხდებოდა დიდი ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბურჯანაძე – ღარიბაშვილი ივანიშვილის კი არა, მისი შვილის ლაქიაა