ბოკუჩავა: მოვითხოვთ, უმრავლესობამ გადააყენოს ირაკლი ბერაია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან

მოვითხოვთ, რომ უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება და გადააყენოს ირაკლი ბერაია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან – განცხადება ამის შესახებ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ენმ-ის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ გააკეთა და შალვა პაპუაშვილს მიმართა, დააყენონ ბერაიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ბოკუჩავას თქმით, ყველაზე ადეკვატური ამ შემთხვევაში ბერაიას მხრიდან მანდატის დატოვება იქნებოდა, თუმცა – “ყველაზე მინიმალური რაც შეგიძლიათ გააკეთეოთ მისი ამ ამორალური თავდასხმის გამო, რომელიც სუსისგაანა ორგანიზებული, დაატოვებინოთ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა”- თქვა ბოკუჩავამ.

 

ბერაია აქუბარდიაზე: გრძელი, ყველგან ნამყოფი ენით ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს

 

banner
წინა სტატიაშიწითლიძე ღუდუშაურს-ალალი იყოს ის სახელი რის გამოც გადაფსიხდი ჩემო ალუდა
შემდეგი სტატიაიოსელიანი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას ეხმაურება