“რეზოლუციის მიღების დროს, ივანიშვილის მორჩილებაში მყოფმა ე.წ-მა ” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია ევროპის სახალხო პარტიის, რომელიც არის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელიც შემდეგ სავარაუდოდ საფუძვლად დაედება დებატებს ევროპარლამენტში, რომელიც გაიმართება სტრასბურგში და შემდეგ სავარაუდოდ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც არის კონკრეტული მოთხოვნები პოლიტპატიმრების გათავისუფლების და მაშინ, როდესაც ამ რეზოლუციას ვიღებდით, ივანიშვილის მორჩილებაში მყოფმა ე.წ-მა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პატიმრობაში დატოვოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რაც არის მორიგი რუსული რეპრესიული გადაწყვეტილება ივანიშვილის რეჟიმის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართული. ასევე არის მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებაზე და არ აღიარების პოლიტიკის განმტკიცებაზე, მათ შორის ის, რომ არ იყოს უფლებამოსილება ცნობილი არცერთი რუსული ოცნების წევრის არცერთ საპარლამენტო ასამბლეაში, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც ჩატარდება ამ თვის ბოლოს.”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ