ბოკუჩავა: მათი გზა ყოველთვის იყო უღირსად და მონობით რუსეთისკენ

არანაირი გზა მშვიდობით და ღირსებით ევროპისკენ მათ არ ჰქონდათ. მათი გზა ყოველთვის იყო უღირსად და მონობით რუსეთისკენ, – ასე ეხმაურება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა თვითაღიარებული პრემიერ- მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროპასთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ.

“რამდენიმე საათის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ევროკავშირი არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, რომ ეს პარლამენტი და შესაბამისად მთავრობა არის არალეგიტიმური და მოითხოვს ხელახალ არჩევნებს. ამას დაამთხვია ირაკლი კობახიძემ განაცხადი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ და ამით ცხადყო ის, რასაც ჩვენ წინასაარჩევნოდ ვამბობდით, რომ არანაირი გზა მშვიდობით და ღირსებით ევროპისკენ მათ არ ჰქონდათ. მათი გზა ყოველთვის იყო უღირსად და მონობით რუსეთისკენ. მათ მორიგ ჯერზე მოატყუეს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ახლა უკვე ღიად განაცხადეს, რომ ივანიშვილის პირობებში საქართველოს შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ ერთადერთ გზა, ეს არის უღირსად და მონობით გზა ოკუპანტი სახელმწიფოსკენ, ოკუპანტი რუსეთისკენ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, თვითგამოცხადებულმა პრემიერმა კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ქვეყანა იზოლაციაშია და რუსულმა ხელისუფლებამ გადაკეტა ევროპისკენ მიმავალი გზა
შემდეგი სტატიავაშაძე: მოვუწოდებ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს, ჩვენს მოქალაქეებს დავდგეთ ერთად და გაბედულად ვიმოქმედოთ საქართველოს გადარჩენისთვის