როცა ერთად ვართ, ვიმარჯვებთ! კომისარი წულუკიანი სტრასბურგში გაწეული სამუშაოსთვის პოლიტიკურ გილიოტინას გვიმზადებს 🙃 გვებრალები!
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) წულუკიანი აწი მხოლოდ ოპოზიციის კვოტით თუ დაბრუნდება 🙂 რუსულ ოცნებას აეკრძალა PACE-ში მონაწილეობა მანამ სანამ არ გათავისუფლდება ყველა პოლიტ პატიმარი და ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი, თავისუფალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, რაც ბუნებრივია ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას! –წერს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.