ბოკუჩავა: კობახიძის განცხადება სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით თავიდანვე იყო სრული ბოდვა და აბსურდი

„კობახიძის განცხადება სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით თავიდანვე იყო სრული ბოდვა და აბსურდი. როგორ შეიძლება სიცოცხლის მოსპობის რეალური მუქარის შემთხვევაში არარელევანტური იყოს გამოძიება. კობახიძე მორიგ ჯერზე ცდილობდა დეზინფორმაციით ზემოქმედება მოეხდინა ქართველ ხალხზე.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება არარელევანტურია

„ყველას კარგად ესმის, რომ ეს განცხადება იყო სრული ბოდვა, აბსურდი და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დღეს არარელევანტურადაც მიაჩნია პრემიერ მინისტრს გამოძიების დაწყება. როგორ შეიძლება სიცოცხლის მოსპობის რეალური მუქარის შემთხვევაში არარელევანტური იყოს გამოძიება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის ტყუოდა და ცდილობდა რომ მორიგ ჯერზე დეზინფორმაციით და მანიპულაციით ზემოქმედება მოეხდინა ქართველ ხალხზე.“ -განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშიყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა
შემდეგი სტატიაკობახიძის გამოგონილი რეალობა ევროკავშირმა ჩამოშალა – აქუბარდია