„კობახიძის განცხადება არის მორიგი დეზინფორმაცია. რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს შანსი, გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ არის ნულის ტოლფასი, ამისთვის საჭიროა ხელისუფლების ცვლილება.“ – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ქუთაისში ჟურნალისტების შეკითხვას კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით
„ეს არის მორიგი ტყუილი და დეზინფორმაცია ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს შანსი, რომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პირობებში არის ნულის ტოლფასი, ამიტომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რასაც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ძალისხმევით, ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე.“ -განაცხადა თინა ბოკუჩავამ