ბოკუჩავა – ხელისუფლების პროპაგანდისტული მესიჯია, რომ ხალხის სამართლიანმა პროტესტმა შეიძლება, გამოიწვიოს კორონავირუსის გავრცელება

region
ავტ.: region ნოემბერი 6, 2020 17:14

ბოკუჩავა – ხელისუფლების პროპაგანდისტული მესიჯია, რომ ხალხის სამართლიანმა პროტესტმა შეიძლება, გამოიწვიოს კორონავირუსის გავრცელება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ხელისუფლება სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ პროპაგანდისტული მესიჯით გამოდის, თითქოს აქციამ კორონავირუსის გავრცელება შეიძლება, გამოიწვიოს.

„ხელმოცარულ ხელისუფლებას, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ მისმა მხარდამჭერებმაც კი იციან, რომ ეს არჩევნები გააყალბეს და ეს არჩევნები მოიპარეს, ახლა ერთადერთი პროპაგანდისტული მესიჯი, რომლის პედალირებასაც ისინი უსუსურად ეცდებიან, არის ის, რომ ხალხის სამართლიანმა პროტესტმა შეიძლება, გამოიწვიოს კორონავირუსის გავრცელება. ეს არის მათ უსუსური მესიჯი. პროპაგანდისტული არხების გამოყენებით დარწმუნებული ვარ, უფრო ინტენსიურად დაიწყებენ ამის გაჟღერებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

region
ავტ.: region ნოემბერი 6, 2020 17:14