ბოკუჩავა: ივანიშვილის პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ბუქარესტის დეკლარაციას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, რაც ქვეყნის ღალატის ტოლფასია

„ივანიშვილის პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ბუქარესტის დეკლარაციას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, რაც ქვეყნის ღალატის ტოლფასია. რეზოლუციაში ასევე ივანიშვილის პარტიას მოუწოდებენ გაიწვიოს რუსული კანონი, შეწყვიტოს თავდასხმები აქტივისტებზე, არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში და გაათავისუფლონ პრეზიდენტ სააკაშვილი.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს რეზოლუციასთან დაკავშირებით

თინა ბოკუჩავას განცხადებით – „როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ბუქარესტში, ივანიშვილის პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ბუქარესტის დეკლარაციას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და მოითხოვს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი ქმედება, რომელიც ივანიშვილის პარტიის წევრებმა დააფიქსირეს ღია კენჭისყრაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. ამასთანავე, ამ საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ იქნა სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. იმ რეზოლუციაში, რომელიც მიღებულ იქნა ბუქარესტში, არის მოწოდება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე, გააუქმოს რუსული კანონი, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, შეწყვიტოს ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების, აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აქ ხაზგასმულია ის, რომ ამგვარი მოთხოვნა არაერთ სხვა საერთაშორისო რეზოლუციაში და ამ მოთხოვნას კიდევ ერთხელ აფიქსირებს ევროპის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ოჯახი და ამ შემთხვევაში რეზოლუცია, რომელსაც ასევე უერთდება აშშ-ის დელეგაცია ეუთოში. რეზოლუცია ასევე მოითხოვს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები და მინდა გითხრათ, რომ ბუქარესტის სესიის მთავარი აქცენტი იყო სწორედ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტია, რომელიც მოხსენიებულია, როგორც რუსული ჰიბრიდული ოპერაცია ქართველი ხალხის ევროპული ნების წინააღმდეგ, მან ვერ შეძლოს დარღვევებით ვერცერთი ხმის მიტაცება და რომ უზრუნველყოფილი იყოს ქართველი ხალხის ნების ასახვა საარჩევნო შედეგზე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ იყოს მაქსიმალური მობილიზაცია და ამ არჩევნებზე იქნება უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომელიც გახდება ხელისუფლების მშვიდობის ცვლილების საფუძველი 26 ოქტომბერს.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშიუნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა
შემდეგი სტატიაარსებული მონაცემით, დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ლეიბორისტულ პარტიას 411 ადგილი ექნება, კონსერვატორებს კი – 119 მანდატი