ბოკუჩავა: ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ემიჯნებიან და მხარს არ უჭერენ ეუთოს დეკლარაციას, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც მოითხოვს რუსეთის მხრიდან მოხდეს საოკუპაციო ძალების გაყვანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

„ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ემიჯნებიან და მხარს არ უჭერენ ეუთოს დეკლარაციას, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც მოითხოვს რუსეთის მხრიდან მოხდეს საოკუპაციო ძალების გაყვანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მათ ივანიშვილის ინტერესები დააყენეს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს რეზოლუციასთან დაკავშირებით

„შეუძლებელია რაიმე გამამართლებელი სიტყვები მოიძებნოს თუნდაც მათი მხრიდანაც კი იმისთვის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტში, რომელიც არის ბუქარესტის დეკლარაცია, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ემიჯნებიან და მხარს არ უჭერენ დეკლარაციას, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც მოითხოვს რუსეთის მხრიდან მოხდეს საოკუპაციო ძალების გაყვანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან .ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი და ამას უბრალოდ ახსნა არ აქვს და ვერც ექნება. ასევე ერთი გასათვალისწინებელი ფაქტი არის ის, რომ ამ დეკლარაციაში აისახა ღრმა წუხილები იმ ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რასაც დგამს ივანიშვილის ხელისუფლება, მათ შორის რუსული კანონის მიღების სახით და რეალური მიზეზი გახდა ის, რომ მაკა ბოჭორიშვილმა და ნიკა სამხარაძემ ივანიშვილის პარტიის წევრებმა დათმეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები იმისთვის, რომ დაეცვათ ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება და პარტიული ინტერესი, დააყენეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და სუვერენიტეტზე მაღლა, რაც ღალატის ტოლფასია.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: ირაკლი კობახიძე და იმ პოლიტის დამკვეთი, რომელსაც ის აჟღერებს ბიძინა ივანშვილის სახით, ღიად ანტიამერიკულ და ანრიდასავლურ პოლიტიკას აწარმოებენ, რაც გამოჩნდა მათ შორის ეუთოს საპარლამეტენტო ასამბლეაზე ბუქარესტში
შემდეგი სტატიაპესკოვი: თურქეთის პრეზიდენტი ვერ იქნება შუამავალი კონფლიქტის მოგვარების კუთხით