ბოკუჩავა – ივანიშვილის ხელისუფლებამ გაფრთხილება არ შეისმინა – ყველას კარგად გვესმის რამხელა საფრთხეებს ქმნის ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარება

ივანიშვილის ხელისუფლებამ გაფრთხილება არ შეისმინა – ყველას კარგად გვესმის რამხელა საფრთხეებს ქმნის ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.

„ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტისას მისი მხრიდან ღიად ითქვა, რომ ამერიკული ინვესტორების განდევნა ანაკლიიდან და მათი ჩანაცვლება იმ ქვეყნების წარმომადგენელი ინვესტორებით, რომლებიც საქართველოს მეგობრები არ არიან დიდი სტრატეგიული შეცდომა იყო. ეს გაფრთხილება არ შეისმინა ივანიშვილის ხელისუფლებამ და ეს გააკეთა, განდევნა ამერიკელი ინვესტორები, ანაკლიის პორტი ჩააბარა ჩინურ კომპანიას, რომლის საკონტროლო პაკეტს ფლობს ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლება. ყველას კარგად გვესმის რამხელა საფრთხეებს ქმნის ეს საქართველოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისით“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამასთან, მან საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თუ გვსურს უვიზო მიმოსვლა, ყოველგვარი შეზღუდვების მოხსნა ამერიკის შეერთებული შტატებთან, ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ“.

„დამერწმუნეთ, დაუყოვნებლივ ამოქმედდება „მეგობარი აქტი“, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას უვიზო რეჟიმის ფარგლებში ვიმოგზაუროთ ამერიკის შეერთებულ შტატებში“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი – მიუღებელია ნებისმიერი ტიპის ბულინგი, მით უმეტეს, როცა ეს ეხება პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს, არასრულწლოვნებს
შემდეგი სტატიაკუპრაძე – „ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ მათზე სანქციები არ დადებულა – მალავენ იმ შედეგს, რისიც ეშინოდათ