„ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად მოხდება აშშ-თან, ოღონდ ახალი ხელისუფლების პირობებში, რომელიც არა მხოლოდ აღადგენს ურთიერთობებს, არამედ საქართველო შეძლებს მიიღოს ისეთი სიკეთეები, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა აშშ-თან, გაღრმავებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე აშშ-თან პოლიტიკის გადატვირთვაზე
თინა ბოკუჩავას განცხადებით – “ირაკლი კობახიძე და იმ პოლიტის დამკვეთი, რომელსაც ის აჟღერებს ბიძინა ივანშვილის სახით, ღიად ანტიამერიკულ და ანრიდასავლურ პოლიტიკას აწარმოებენ, რაც გამოჩნდა მათ შორის ეუთოს საპარლამეტენტო ასამბლეაზე ბუქარესტში. ურთიერთობების გადატვირთვა ნამდვილად მოხდება ახალი ხელისუფლების პირობებში, რომელიც არა მხოლოდ აღადგენს ურთიერთობებს, არამედ სხვა ნიშნულზე გადაიყვანს და საქართველო შეძლებს მიიღოს ისეთი სიკეთეები, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა აშშ-თან, გაღრმავებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და დამატებითი ფინანსები თავდაცვის ნაწილში საქართველოსათვის.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ