ბოკუჩავა – ღარიბაშვილი ძალიან განერვიულებულია, რისი საფუძველიც ნამდვილად აქვს

მესმის, რომ ბატონი ღარიბაშვილი ძალიან განერვიულებულია, რისი საფუძველიც ნამდვილად აქვს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიგები დღითიდღე მცირდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარიას მხარდაჭერა იზრდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს არჩევანი „რუსულ ოცნებასა“ და პროდასავლურ ოპოზიციას შორის.

„ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ 19 აპრილის შეთანხმებას საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ოპოზიციის ერთობისთვის და 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე გამარჯვებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ რეფერენდუმზე 43% ს ვერ მიიღებს, რითაც დასრულდება ივანიშვილის მმართველობა ამ ქვეყანაში, რომელიც ქვეყანას მიაქანებს რუსეთისკენ და ზურგი აქცია საქართველოს ევროპულ არჩევანს. ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქე ამ არჩევანის გათვითცნობიერებით მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს არჩევანი „რუსულ ოცნებასა“ და პროდასავლურ ოპოზიციას შორის.

მესმის, რომ ბატონი ღარიბაშვილი ძალიან განერვიულებულია, რისი საფუძველიც ნამდვილად აქვს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიგები დღითიდღე მცირდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარიას მხარდაჭერა იზრდება. მას მოჰყავს განხიბლული „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები თავისკენ, ღარიბაშვილი ნერვიულობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მალე დაკარგავს ძალაუფლებას და ასევე დაკარგავენ აქტუალობას ისეთი პერსონაჟები, რომელთაც ივანიშვილის გარეშე არავითარი პოლიტიკური წასული და მომავალი არ ექნებოდათ, მათ შორის ღარიბაშვილი, რომელსაც არ გააჩნია ფასეულობები, მრწამსი და ქვეყნის სიყვარული. მთლიანად არის ჩამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე და ნერვიულობს, რომ ძალაუფლება ხელიდან ეცლება, რაც გაფორმდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე შევძლებთ ვიამაყოთ გარდატეხით, რომელსაც მოვახდენთ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი გახარიასა და კალაძის შეხვედრაზე – ყველას საქციელს გაეცემა პასუხი