ბოკუჩავა – გავრცელებული კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან

დარწმუნებული ვარ, გავრცელებული უმძიმესი და შემზარავი კადრები კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომელსაც გააჩნია ინდივიდუალური და ეროვნული ღირსების განცდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა ხმა უნდა აიმაღლონ.

„ეს კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელსაც არაფრად უღირს არც ადამიანის ჯანმრთელობა, არც სიცოცხლე და არც ადამიანის ღირსება. როგორც ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა მშვიდობიანი პროტესტით უნდა ავიმაღლოთ ხმა და უნდა დავიცვათ არა პრეზიდენტ სააკაშვილის ღირსება, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსება იმისთვის, რომ ეს ამ ქვეყანაში აღარასოდეს რომ აღარ განმეორდეს და იმისთვის, რომ ადამიანები, ვინც ამაზე პასუხისმგებელი არიან, პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური შურისძიება. პრეზიდენტი სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. როცა ადამიანი დაწესებულებაში ფიზიკური შეურაცხყოფით და მოტყუებით გადაჰყავთ, სადაც არ არის მისი უსაფრთხოება დაცული და მისი ადამიანური ღირსება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება მხოლოდ შურისძიების მოტივით მოქმედებს და არაფერი საერთო არ აქვს ამ მოქმედებებს კანონთან, არც მორალთან, არც ადამიანობასთან. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მას სურს, მიიღოს მუდმივ რეჟიმში სააკაშვილის საქმეზე და მისი საქმის პრიორეტიზაცია. რა თქმა უნდა, დაცვის მხარე დაუყონებლივ მიაწოდებს ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოს და დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ ერთხელ დააჩქარებს მისი საქმის განხილვას, ძალიან მალე სამყარო დაინახავს, როგორ ექცევიან ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და მოისმენენ სიმართლეს ევროპული სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების სახით“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიGlobal finance –მა თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება საუკეთესოდ აღიარა
შემდეგი სტატიავისაც გგონიათ, რომ ეს კადრები მიშას შეურაცხყოფაა და არა სახელმწიფოსი, უსაშველოდ რეგვენები ხართ – ანა წითლიძე