ბოკუჩავა – გავრცელებულ ჩანაწერებზე პარლამენტში მოსმენით არაფერი დაშავდებოდა, თუმცა კონკრეტულ შედეგზე გასვლის მოლოდინი არ მაქვს

მოსმენით არაფერი დაშავდებოდა, კონკრეტულ შედეგზე გასვლის მოლოდინი არ მაქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევასთამ დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

საკითხის ირგვლივ საუბრისას ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხის მხრიდან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიმართ ერთადერთი პოლიტიკური დავალება იქნება ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.

„კონკრეტულ შემოთავაზებაზე, ბოლო კომენტარზე კონსულტაცია ჯერ ჩემს ფრაქციის წევრებთან არ მქონია. იცით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. ჩემი მოსაზრებაა, რომ მოსმენებით არაფერი დაშავდება, თუმცა ასევე არ მაქვს შედეგზე გასვლის დიდი მოლოდინი, რადგან ამ პარლამენტს აღარანაირი უფლებამოსილება აღარ აქვს, რაც ნორმალური კონსტიტუციური წესწყობილებით გათვალისწინებულ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს.

პარლამენტის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის უშუალოდ დაქვემდებარებაში არიან და მის უშუალო დაკვეთებს, განკარგულებებს აკეთებენ. საკანონმდებლო ორგანოში ამ თვალსაზრისით არანაირი სიახლე არ არის, თუმცა კიდევ ვიმეორებ, მოსმენით არაფერი დაშავდებოდა, კონკრეტულ შედეგზე გასვლის მოლოდინი ასევე არ მაქვს. არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხის მხრიდან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიმართ ერთადერთი პოლიტიკური დავალება იქნება ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა, ეს იქნება მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთადერთი პუნქტი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

წინა სტატიაშირუსთავში, ენმ-ის მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიავაშაძე რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე – სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია სრულად ემთხვევა „ოცნების“ პოზიციას