ბოკუჩავა – ევროპარლამენტარების განცხადებები პირდაპირი აღიარებაა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია.

“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო და მთლიანად კონტროლირებულია კლანის მიერ, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ევროპარლამენტის წევრები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს არის იმის პირდაპირი აღიარება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი და იმყოფებოდა საპყრობილეში მხოლოდ იმიტომ, რო ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია”, – თქვა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 599 თბილისში გამოვლინდა, 1 028 იმერეთში, 720 კახეთში
შემდეგი სტატიასაოლქო საარჩევნო კომისიები დღეს 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ