ბოკუჩავა: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთის მხრივ საუბარია დეოკუპაციაზე, რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთის მხრივ საუბარია დეოკუპაციაზე, რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს. სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას.“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას.

„დეზინფორმაციის და პროპაგანდისტული არხების გამოყენებით ივანიშვილის პარტიის წევრები აგრძელებენ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ მოქმედებებს, მათ შორის აქ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. რეალობა არის შემდეგი, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთის მხრივ საუბარია დეოკუპაციაზე, მაგრამ ასევე საუბარია რუსულ კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილი დგამს. სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ დაუჭირეს მხარი ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიის მოქალაქის კუთვნილ 340 000 ლარზე მეტს თაღლითურად დაეუფლნენ – ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე 2 პირს ბრალი წარედგინა
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა – როგორც ზურაბ ჟვანიამ განაცხადა ცნობილი სიტყვები, „ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ვართ ევროპელები“, ვერც რუსეთი და ვერც მის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ამჟამინდელი მმართველი ამას ვერ შეცვლის