ბოკუჩავა – ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია ამაზე

ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ­ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია ამაზე – ივანიშვილი ცდილობს, დაიმორჩილოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც უარყოფითად ეხმიანებიან ისეთი ინსტიტუციები, როგორიც არის ვენეციის კომისია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის მცდელობა პოლიტიკურ ვერტიკალში დაიმორჩილოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, „უსუსური მცდელობაა იმისა, რომ შეცვალოს საბოლოო საარჩევნო შედეგი“.

„ივანიშვილის მცდელობა პოლიტიკურ ვერტიკალში დაიმორჩილოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაციები, არის უსუსური მცდელობა იმის, რომ შეცვალოს საბოლოო საარჩევნო შედეგი, რაც ვერ შეიცვლება იმდენად ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ეს აუცილებლად მოხდება ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, რომელსაც ახლა ვხედავთ, რომ ივანიშვილი ახორციელებს საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით და რომელსაც უარყოფითად ეხმიანებიან ისეთი ინსტიტუციებით, როგორიც არის ვენეციის კომისია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – მივმართავ სახელმწიფო მოხელეებს, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას გაყალბებაში, იქნება ხელშეუხებელი, არავის ემუქრება სამსახურიდან გაგდება, თუ დაუკრეფავში არ გადავა რომელიმე მათგანი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – საქართველოში წესრიგი არის აღსადგენი