ბოკუჩავა – ეკატერინე ტიკარაძემაც ყველა სხვა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედა და უარი განაცხადა დეპუტატებთან შეხვედრაზე

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„პოლიცია იმდენად აგრესიულად იყო დემონსტრანტების მიმართ განწყობილი, რომ არ მქონდა იმის მოლოდინი ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე შეგხვდებოდა. გაბუნიას გუშინდელი განცხადება, რომ გლდანის #18 დაწესებულება არ არის ადეკვატურად აღჭურვილი სათანადო სამედიცინო მომსახურება რომ გაეწიოს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც 41-ე დღეა შიმშილობს, მცირე იმედი გაგვიჩინა, რომ ტიკარაძის უწყება, რომელიც უშუალოდ ადამიანის ჯანმრთლობაზე უნდა ზრუნავდეს, უფრო ადეკვტური იქნებოდა. ის, როგორც მინიმუმ, შეგხვდებოდა დეპუტატებს, მოსული ვიყავით ქალი დეპუტატები, გვსურდა ძალიან მშვიდ გარემოში მათან შეხვედრა იმისთვის, რომ მისმა უწყებამ აიღოს ის პასუხისმგებლობა, რაც მას გააჩნია და დაიცვას საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სამწუხაროდ, ტიკარაძემაც რეჟიმთან ერთად, ყველა სხვა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედა და უარი განაცხადა ამ შეხვედრაზე. ახლა ჩვენ გადავინაცვლებთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გაიმართება სასამართლო სხდომა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშისირაძე – ადგილებში, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს, პოლიციამ მიიღო კანონით გათვალისწინებული ზომები
შემდეგი სტატიაბასილაია – პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავს